Wednesday, April 20, 2011


პროექტის სახელი:,,საგაზაფხულო გასვლები ქალაქგარეთ“.
პროექტის მოკლე აღწერა:ახალგაზრდა თაობას კულტურული ძეგლების დათვალიერებით ექმნებათ წარმოდგენა თავიანთი  ქვეყნის წარსულზე.მათ შეუძლიათ გაავლონ პარალელები თანამედროვეობასთან.
პროექტის სრული აღწერა:
VI კლასის მოსწავლეებს და მშობლებს შევთავაზებ მოახდინონ
საგაზაფხულო გასვლები ქალაქგარეთ :ბათუმში,თბილისში ან სიღნაღში.ჯგუფი შეჯერდება ბათუმზე. კლასში გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი თემაზე:,,საგაზაფხულო გასვლები ქალაქგარეთ.“
გამოვყოფ სამ ჯგუფს: I ჯგუფს შეადგენს კლასის მოსწავლეები, II და III ჯგუფს კი მშობლები.
I ჯგუფს ვაძლევ დავალებას,ინტერნეტში მოიძიონ ბათუმზე და მის ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაცია.
II ჯგუფს ვაძლევ დავალებას,დაუკავშირდნენ ტურისტულ სააგენტოს,მოიპოვონ ინფორმაცია ტურის ხანგრძლივობის, ღირებულების და მიმოსვლის საშუალებების შესახებ.

III ჯგუფს ევალება სასტუმროს დაჯავშნა და თითო საწოლზე ღირებულების დადგენა.
მთლიან ჯგუფს ვაძლევ დავალებას,გაარკვიონ ტურისტულ სააგენტოში ტურის ხანგრძლივობა.
ყველა ჯგუფი წარმოადგენს მოცემული თემის გარშემო პრეზენტაციას.
ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები წარადგენენ ბათუმსა და მის ღირსშესანიშნაობებს თავისი ილუსტრაციებით:1.ბოტანიკური ბაღი.2.მწვანე კონცხი. 3.დელფინარიუმი.4.აკვარიუმი.5.მუზეუმი.6.ბულვარი.
 მშობლების ჯგუფი ადგენს ტურის ხანგრძლივობას,ღირებულებას,მიმოსვლის
 საშუალებას,ახდენს სასტუმროს დაჯავშნას.
მონაწილეთა ასაკი:მოსწავლეები–11 წლის და მშობლები–სხვადასხვა ასაკის.
ვადები და ხანგრძლივობა:6 თვე.
მიზნები და შედეგები:გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს,მოიძიებს,შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
გუნდის წევრებს უზიარებს შედგენილ გეგმას.
პროექტის ფასილიტატორი:ცისანა ჭოჭუა.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tchotchuacisana1961@mail.com

No comments:

Post a Comment